„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1742549386
"დაგეგმილია მადრიდში სამიტის ჩატარება, რომელზეც განიხილება ნატოს სტრატეგია მომავალი წლებისთვის და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივიღეთ შემოთავაზება წარვადგინოთ წინადადებები", - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში დღეს შეხვედრებს მართავს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ეს კომუნიკაცია აქამდეც იყო და მნიშვნელოვანია საქართველოს ხედვები დოკუმენტში აისახოს.
„აქ განსაკუთრებით ხაზგასასმელია სტრატეგიაში შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები და ღია კარის პოლიტიკა აისახოს, რომელსაც მადრიდის ნატოს სამიტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს. დარწმუნებული ვარ მადრიდში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სამიტი.
კონსტიტუციით არის გათვალისწინებული ქართველი ხალხის ნება, რომელიც გარდაისახება ვალდებულებად ნებისმიერი ხელისუფლებისთვის და აქედან გამომდინარე „ქართული ოცნების“ პირობებში ეს კონსტიტუციური დავალება ჩაიწერა.
ჩვენი ხელისუფლება, პარლამენტი და მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ საქართველომ თავისი წილი საქმე შეასრულოს ნატოში გასაწევრიანებლად და როდესაც იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატოს წევრების მხრიდან, მაშინ რაც შეიძლება სწრაფად გავწევრიანდეთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.