პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჩემთვის ძალიან დიდი პატივი გახლავთ, რომ მაქვს საშუალება გავხსნა ქალთა საერთაშორისო კონფერენცია. ეს გახლავთ პირველი მცდელობა და ჩვენ ნამდვილად ველით განსჯას იმაზე, თუ რამდენად კარგად განვახორციელეთ ჩვენ მიერ დასახული მიზნები რეალობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე „ლიდერები კონფლიქტების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ“ განაცხადა.
„ჩვენი უმთავრესი მიზანია, რომ ეს კონფერენცია იყოს რაღაც განსხვავებული და მოგვეცეს შესაძლებლობა, გადავხედოთ და განვიხილოთ ის, თუ რას აკეთებენ ქალები, რას ფიქრობენ, რას ქმნიან და შესაბამისად, რა შესაძლებლობები არსებობს მათთვის ამ ძალიან მზარდ და ცვალებად მსოფლიოში, რომელიც ნამდვილად სავსე გახლავთ გამოწვევებით და ჩვენ როგორც ქალებს, გვაქვს უდიდესი პოტენციალი, რომელიც ჯერ არ გამოგვიყენებია, რესურსები რომლის გამოყენებაც სხვაგვარად შეგვიძლია. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არსებული გამოწვევები გადავლახოთ ახალი და განსხვავებული გზით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.