პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველო ევროკომისიის გადაწყვეტილების მოლოდინშია, პასუხი, სავარაუდოდ, 23-24 ივნისს გახდება ცნობილი.
ოპოზიციურ სპექტრში აღნიშნავენ, რომ საქართველოსათვის სტატუსის მინიჭების საკითხს ოპტიმისტურად არ უყურებენ, თუმცა აუცილებლად მიიჩნევენ, საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციას და იმის დაფიქსირებას, რომ მხარს უჭერენ ქვეყნის ევროინტეგრაციას.
„ჩვენი ადგილი არის ევროკავშირში და არ უნდა მივცეთ საშუალება ხელისუფლებას რომ დაგვაკარგვინოს, როგორც ჩვენ, ასევე, მომავალ თაობას ის შესაძლებლობა, რომელსაც იძლევა ევროკავშირი," - განაცხადა ენმ-ის წევრმა ბაჩო დოლიძემ.
დადებითი მოლოდინები აქვთ მმართველ გუნდში და განმარტავენ, რომ საქართველო, უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით, მოწინავე ქვეყანაა.