ქალი, რომელმაც 9/11 იწინასწარმეტყველა, 2025 წლის შესახებ საუბრობს - Daily Mail
1746562552
ევროკომისიის რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომიის პრეზიდენტმა გააკეთა.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისიის რეკომენდაციით, უკრაინას უნდა მიეცეს ევროპერსპექტივა.
„მინდა, დავიწყო უკრაინით, კომისია რეკომენდაციას იძლევა საბჭოსადმი, რომ უკრაინას მიეცეს ევროპერსპექტივა და ამავდროულად კანდიდატის სტატუსიც. ეს არის იმის საფუძველზე გაკეთებული, რომ შემდგომი მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდება ქვეყანაში. დეტალურად მინდა მოგახსენოთ ჩვენი რეკომენდაციების თაობაზე. უკრაინამ უნდა აიღოს თავის ბედი ხელში და შექმნას თავის მომავალი“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
რაც შეეხება მოლდოვას, მისივე თქმით, პრინციპში იგივე მიმართულებით წავიდა.