„ამ სახლიდან 17 მიცვალებული გაასვენეს... უმეტესობა ბავშვი და ქალი იყო“ - ელაშვილების ოჯახის ტრაგედია
1760472917
ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დასკვნას დღეს გამოაქვეყნებს.
„პრესაში წავიკითხე ინფორმაცია, რომ ევროკომისიამ გუშინ მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არის სრული სიცრუე. კომისიამ გუშინ არაფერი გადაწყვიტა, გამართა შესავალი დებატები, რომელიც საშუალებას აძლევს საბჭოს წევრებს გამოთქვან აზრები და შეხედულებები ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა ერიკ მამერმა.
ცნობისთვის, ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ 23-24 ივნისს ელიან.