სკანდალი, რომელიც UFC-ის ბრძოლის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი - დაკავებულია 5 პირი
1781856283
თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე ზარნაძე გამოეხმაურა ოპოზიციის კრიტიკას სატრანსპორტო რეფორმასთან დაკავშირებით.
კონსტანტინე ზარნაძემ სატრანსპორტო რეფორმის დეტალებზე ისაუბრა და ოპოზიციას მოუწოდა, სწორი ინფორმაცია გაავრცელონ და საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანონ.
„2019 წლამდე, სანამ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თავის გუნდთან ერთად სატრანსპორტო პოლიტიკის გრძელვადიანი გეგმა არ შეიმუშავა, ჩვენს ქალაქს არ ჰქონდა არანაირი გეგმა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ემუშავა საზოგადოებრივ ტრანსპორტს. თუ შევადარებთ ევროპის ქვეყნებს, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი განვითარებულია, ვნახავთ, რომ ამ ქვეყნებში სატრანსპორტო რეფორმაზე მუშაობა გასული საუკუნის სამოციანი წლებიდან დაიწყო. თბილისს კი ამ რეფორმაზე მუშაობა მოუწია მაშინ, როდესაც უკვე დამახინჯებული იყო თბილისის სატრანსპორტო სქემა, ავტობუსის ზოლები საქართველოს არცერთ ქალაქში არ იყო დახაზული.
რეფორმა, რომელიც დედაქალაქში ხორციელდება, მიმდინარეა, ამიტომ ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა გვაქვს. გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო სწრაფი, იაფი და კომფორტულია. გამართული ავტობუსის ზოლის შემთხვევაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ხვდება საცობში და სწრაფად მიდის დანიშნულების ადგილას. მინდა, ოპოზიციას ვთხოვო, ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში, ნუ იქნებით ჩასაფრებულის პოზიციაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს რეფორმა არის მიმდინარე, პროცესშია.
ჩვენ გვინდა შევქმნათ ისეთი გამართული საზოგადოებრივი სატრანსპორტო სქემა, რომ მოქალაქეს გაუჩნდეს სურვილი, თავისი მანქანა გააჩეროს და გადაჯდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე“, - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ. გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, თბილისში სატრანსპორტო რეფორმა ზუსტად ისეთი თანმიმდევრობით ხორციელდება, როგორც განვითარებულ ქვეყნებში.