„ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს მთავარი არხი“ - გიორგი გაბუნიას საგანგებო ბრიფინგი
1733938642
საკუთარი მხარდამჭერების უკმაყოფილების შემდეგ, ნიკა გვარამია კარვებს საჯაროდ ეძებს, მიხეილ სააკაშვილი კი მოუწოდებს იმედგაცრუებულ ამომრჩეველს, პროტესტი თავად დააორგანიზოს.
ოპოზიციის გეგმა - გეგმა ორშაბათს წარადგინოს - საკუთარი მხარდამჭერების ბრაზის მიზეზი გახდა. ის, რომ პოლიტიკოსებმა, არჩევნებიდან მეხუთე დღესაც, მხოლოდ აქციის დაანონსება შეძლეს, ბევრისთვის გაუგებარი აღმოჩნდა.
ეს ტაქტიკა არასერიოზული გამოდგა იმ ორგანიზაციებისთვისაც, რომლებიც საპროტესტო გამოსვლებში აქტიურად მონაწილეობენ. დეტალები ჯერ უცნობია, მაგრამ, კრიტიკის შემდეგ, "ლელოს" ლიდერმა განაცხადა, რომ ოპოზიციური კოალიციები ერთიან საშტაბო მუშაობაზე გადადიან, მთავარი პუნქტი კი ქუჩის უწყვეტი პროტესტია.
"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერები ნიკა გვარამია და ელენე ხოშტარია აცხადებენ, რომ ქუჩის პროტესტი იქნება, სადაც კარვებიც და საწვიმრებიც საჭირო გახდება.
"ჩვენ გვექნება კარვებიც, საწვიმრებიც და ყველაფერი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ დამთავრდეს ავტორიტარული რეჟიმი," - აღნიშნა "კოალიცია ცვლილებისთვის" თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ.
"ჩვენ გადავდივართ ქუჩის პროტესტზე. ეს პროტესტი იქნება მტკიცე, პრინციპული, მშვიდობიანი, მაგრამ - არაქაოტური. კარვებიც იქნება საჭირო, საწვიმრებიც იქნება საჭირო... დეტალებს კოალიციურად შევათანხმებთ და გეტყვით," - აცხადებს "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია.
აღნიშნულ საკითხზე საუბრობს "ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძეც. მისივე თქმით, ოპოზიციის გეგმაა, არ შეეგუოს, მისი შეფასებით, მოპარულ არჩევნებს.
"ჩვენი გეგმა - და პირადად ჩემი - არის პროტესტი, მოპარულ არჩევნებთან არშეგუება, ვიდრე ხალხი არ დაიბრუნებს ძალაუფლებას, ეს არის გეგმა. ვადასა და თარიღს, არ ვიცი, ვინ როდის გადაწყვეტს. მე მზად ვარ, ყველა აქციაზე გავიდე. ნამეტანს ნუ მოვთხოვთ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. ვისაც უნდა პროტესტი, თვითორგანიზებით შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ.
კარვების მობილიზება ნიშნავს დარჩენის სურვილს, ალბათ. მე ყველანაირ ფორმას მივესალმები," - ამბობს პაატა მანჯგალაძე.