„ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს მთავარი არხი“ - გიორგი გაბუნიას საგანგებო ბრიფინგი
1733938642
"ეს არის კონკრეტული ფაქტი, რომლის გარშემო შეიძლება კონკრეტული საგამოძიებო, თუ სხვა სახის ქმედების ჩატარება" - "ქართული ოცნების" პარლამენტის საარჩევნო სიაში თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის დელეგატი, ირაკლი ქადაგიშვილი იმ საკითხთან დაკავშირებით საუბრობს, რომელზეც დღეს "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.
საუბარია შემთხვევებზე, როდესაც, მამუკა მდინარაძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ხელს უშლიდნენ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს, დაეფიქსირებინათ საკუთარი არჩევანი.
"დღეს ბატონი მამუკა მდინარაძე ატარებდა ბრიფინგს, მან 81 კონკრეტული იდენტიფიცირებული შემთხვევა დაასახელა, როდესაც ამომრჩეველი, მისი ნებისგან ფარულად, მისთვის შეუტყობინებლად, რომელიღაც სულ სხვა ოლქის საარჩევნო უბანზე იყო არჩევნებზე დამკვირვებლად თუ კომისიის წევრად დაფიქსირებული. რომ მივიდა თავის საარჩევნო უბანზე, უთხრეს, რომ თქვენ აქედან ამოწერილი ბრძანდებით, იმიტომ, რომ ხართ რომელიღაც სხვა ოლქის, სხვა უბანზე კომისიის შემადგენლობაში შეყვანილი, რაც მისთვის აბსოლუტურად უცნობი იყო. ანუ, ვიღაცამ მოიპოვა მისი პერსონალური მონაცემები და მისი დაფიქსირება მოახერხა სხვაგან. ამით, ამ ადამიანს წაერთვა ხმის მიცემის უფლება.
გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, როგორ მოხდა ეს, ვინ გააკეთა, ვინ შეუწყო ამას ხელი, ვინ დააფიქსირა და ა.შ. ეს არის პროცესი, რომელიც გამოძიების განსახილველი იქნება. ეს არის კონკრეტული ფაქტი, რომლის გარშემო შეიძლება კონკრეტული საგამოძიებო თუ სხვა სახის ქმედების ჩატარება", - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.