ჩვენ გვაქვს ასეთი მოლოდინი, რომ როდესაც დასრულდება უკრაინაში კონფლიქტი, შემდეგ თვისობრივად გადაიხედება ურთიერთობები ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებთან - არჩილ გორდულაძე

არჩილ გორდულაძე

ჩვენ გვაქვს ასეთი მოლოდინი, რომ როდესაც დასრულდება უკრაინაში კონფლიქტი, შემდეგ თვისობრივად გადაიხედება ურთიერთობები ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებთან, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ.

დეპუტატი გამოეხმაურა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის დამტკიცების შემდეგ ოპოზიციის, არასამთავრობოების, საელჩოების ნაწილის და გერმანელი დეპუტატის მიხაილ როთის კრიტიკულ განცხადებებს.

„როდესაც ასეთ განცხადებებს ვისმენთ ხოლმე, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, ეს აღქმულია როგორც მცდელობა, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დახმარების, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ გვაქვს ასეთი მოლოდინი, რომ როდესაც დასრულდება უკრაინაში კონფლიქტი, შემდეგ თვისობრივად გადაიხედება ურთიერთობები ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებთან. მას შემდეგ, რაც კონფლიქტები აღარ იქნება ჩვენი ქვეყნის გარშემო და არავითარი საფრთხე აღარ შეექმნება ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას, შესაძლებელი იქნება, რომ სხვა დინამიკაში ვესაუბროთ ჩვენს პარტნიორებს“, - აღნიშნა გორდულაძემ.