პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით პირველი ავიარეისი საპროტესტო აქციის პარალელურად შესრულდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ელენე ხოშტარიას ორგანიზაციის წევრები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ისინი რუსეთიდან ჩამოსულ მგზავრებს საპროტესტო ბანერებით დახვდნენ.
აეროპორტთან შეკრებილები ქართულ მხარეს მოსკოვში მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებენ.
აქტივისტები მოსკოვი-თბილისის რეისის შესრულებას აპროტესტებდნენ. აქციაზე იყო თავად ელენე ხოშტარია, რომელმაც თქვა, რომ ჩვენი სახელმწიფო რუსეთის ინტერესების სადარაჯოზეა.
პოლიტიკოსს 2011 წლის ინტერვიუ გაახსენეს, როცა აღნიშნავდა, რომ რუსეთთან ყველაზე მსხვილი ბრუნვა გვქონდა და არაფერი პრობლემა არ შექმნია ბიზნესს. არანაირი პრობლემა არ ჰქონდა რუსეთთან და ურთიერთობას მიესალმებოდა.
წარსულში გაკეთებული განცხადებების პასუხად, ხოშტარიამ დღეს თქვა, რომ ქვეყანაში 2011 წელს რუსეთიდან ტურისტები შემოდიოდნენ, ახლა კი აგენტები და მოღალატეები შემოდიან.
"მთელი მსოფლიო გვეუბნება, რომ ვდისტანცირდეთ და აქ ჩამოდიან არა ტურისტები, არამედ მოღალატეები, აგენტები და პუტინი არის აღიარებული ტერორისტი. აი ეს შეიცვალა ამ 13 წლის განმავლობაში," - აღნიშნა ხოშტარიამ.
კითხვაზე, 2008 წლის აგვისტოს ომი არ იყო საკმარისი რომ ომიდან სამი წლის შემდეგ, პუტინი საქართველოს მტრად ჩაეთვალა, ხოშტარიამ უპასუხა, რომ მაშინ სხვა კონტექსტი იყო, ხოლო სააკაშვილი საზღვარზე ტურისტებს იმიტომ ხვდებოდა, რომ რუსეთში პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტი იყო.
"მაშინ ლაპარაკი არათუ გახსნაზე იყო, არამედ, მიხეილ სააკაშვილი ხვდებოდა საზღვარზე ტურისტებს, იმიტომ რომ მაშინ რუსეთში იყო ძალიან დიდი პროტესტი, მათ შორის პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ, აბსოლუიტურად სხვა კონტექტში იყო. პუტინი კი არის ტერორისტი," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ცნობისთვის, ელენე ხოშტარია 2011 წელს ამბობდა, რომ მესალმებოდა რუს ტურისტებს.
„გახსნილია სავიზო რეჟიმი. ჩვენ მივესალმებით რუს ტურისტებს. ბიზნესს არაფერი პრობლემა არ შექმნია და ციფრებს თუ შევხედავთ, გაიზარდა კიდეც ვაჭრობა რუსეთსა და საქართველოს შორის. ძაან მსხვილი ბრუნვაა. ჩვენ გახსნილები ვართ რუსეთთან ურთიერთობისთვის და არანაირი პრობლემა არ გვაქვს“,- ამბობდა ხოშტარია.