გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
დღეს მედიის ნაწილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ცეკვავენ ბორტგამცილებლები თვითმფრინავში. ვიდეოს აქვს დასათაურება, რომ „რუს მგზავრებს თვითმფრინავში უცეკვეს“.
როგორც გაირკვა ვიდეო სამი წლის წინ არის გადაღებული და საერთოდ არაფერ კავშირშია დღევანდელ რეისთან. თანაც ბორტგამცილებლები უკრაინელები არიან.
„ოპომედიამ სამი წლის წინანდელი ვიდეო დადო, როცა უკრაინულ ბორტზე სტიუარდესებმა იცეკვეს, თითქოს ახლა მოხდა რუსეთიდან ჩამოფრენილ თვითმფრინავზე და მალევე წაშალეს. ბევრმა უნდა დაპოსტოთ ეს.
ეტყობა კომენტარებში გამოუცნო ხალხმა ფეიკი. მაგრად იფარჩაკებთ თავს, თქვენი დამკვეთებიანად. რას აღწევთ ამ ფეიკებით?თქვენზე მეტად ვინ ეტრფოდა რუსეთს და პუტინს?!ამიტომ არ რეაგირებს არავინ.
ვის რაში ადარდებს ეს რეისები თქვენს გარდა? ვისაც ფრენა უნდოდა, ისეც დაფრინავდნენ ერევნის გავლით. თქვენ მოგეცათ სახმაურო თემა.
ამ ვიდეოთი აჭრელებული იყო მთელი ინტერნეტი, რადგან უკრაინელი სტიუარდესები ცეკვავდნენ თბილისი-კიევის რეისზე. იმდენი გული დაუხატა ხალხმა. ასეთი იაფფასიანი ფეიკი ვის თავში მოიხარშა? თუმცა თქვენგან არაა გასაკვირი. ფეიკებით ებრძვით ყველას, ვინც არ მოგწონთ“,-წერს სალუქვაძე.