პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსეთთან პირდაპირი ფრენების წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე ხმაურია. დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დაკავებულია 6 აქტივისტი.
რუსული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. ფრენებზე შეზღუდვის მოხსნის შემდეგ ეს მოსკოვიდან პირველი რეისია.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რუსული რეისის ჩამოფრენის პარალელურად საპროტესტო აქცია იმართება.
შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. ასევე, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, აეროპორტის ჩამოფრენის დარბაზში დაიშვებიან მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებმაც უშუალოდ უნდა ისარგებლონ აეროპორტის მომსახურებით და ობიექტებზე დასაქმებული პირები.