პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დღეს მოსკოვი-თბილისის რეისი შესრულდა. თბილისის აეროპორტში რუსული თვითმფრინავი რამდენიმე საათის წინ დაეშვა. პარალელურად ხმაური და დაპირისპირება იყო აეროპორტის ტერიტორიაზე. დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი.
აქტივისტები მოსკოვი-თბილისის რეისის შესრულებას აპროტესტებდნენ. აქციაზე იყო ელენე ხოშტარია, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები და ოპოზიციონერი აქტივისტები.
აეროპორტის მიმდებარედ, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები. ასევე, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, აეროპორტის ჩამოფრენის დარბაზში დაიშვებიან მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებმაც უშუალოდ უნდა ისარგებლონ აეროპორტის მომსახურებით და ობიექტებზე დასაქმებული პირები.
ოპოზიციის ბრალდებებისა და პროტესტის პარალელურად, საზოგადოების ნაწილმა გაიხსენა სააკაშვილის განცხადებები და ჟესტი, როცა 2012 წლის 9 აპრილს ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე რუსეთიდან საქართველოში შემოსულ სტუმრებს პირადად შეხვდა.
მიხეილ სააკაშვილმა რუსეთიდან შემოსულ მოქალაქეებთან საუბრისას აღნიშნა, რომ რუს ტურისტებს საქართველოში შემოსვლა უვიზოდ შეუძლიათ.
„ახლა ბევრი სასტუმრო შენდება, ბევრი რუსი ჩამოდის. რუსეთის ყველა მოქალაქეს, რომლებიც ტურისტული მიზნით, ან ბიზნესისთვის ჩამოდიან საქართველოში, მივესალმებით", - ამბობდა მაშინ სააკაშვილი.
პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი „პრაიმტაიმთან“ ამბობს, რომ სააკაშვილის იმდროინდელ განცხადებას და ჟესტს, როცა ის თავად დახვდა რუს ტურისტებს ლარსის საზღვარზე დღევანდელობასთან კავშირი არ აქვს. ორმაგი სტანდარტის ბრალდება კი აბსურდია. რადგან მაშინ სხვა დრო იყო და ახლა სხვა მოცემულობაა.
„მე პროფესიით მუსიკოსი ვარ და ჩემი მეორე პროფესია წლების მანძილზე გახდა ჟურნალისტიკა. შემოქმედი ადამიანები ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ დროს. დროის შეგრძნება არის უმთავრესი გონიერი და ინტელექტუალური ადამიანისთვის. ბრალის დამდები, რომ დასვამს ამ კითხვას- „ახლა რატომ არა?“, ასეთ ადამიანს აქვს პრობლემა დროის შეგრძნებისა. პოლიტიკაც არის დრო.
დღეს, როცა მთელი მსოფლიო უკრაინის ომის გამო დაუპირისპირდა სამხედრო დამნაშავედ ცნობილ ვლადიმერ პუტინს, სტატუსის მიღების წინ არ შეიძლება იფრინო და ფრთები გამოისხა, ოკუპანტის თვითმფრინავი არ უნდა დაჯდეს შენს აეროდრომზე. პოლიტიკოსები ხელისუფლებიდან ვერ გრძნობენ ამ პასუხისმგებლობას. თუ პოლიტიკოს დროის შეგრძნება არ აქვს ის პოლიტიკოსი სუსტია ან მავნებელია. არ მინდა მხოლოდ მავნებლობაში დავდო ბრალი, ვთვლი, რომ ბევრი უბრალოდ სუსტია და ვერ აზროვნებს.
ჩვენ როგორღაც ვცდილობთ სტატუსი მივიღოთ და დასავლურ ოჯახის წევრები გავხდეთ, ამ დროს ვერ იგრძნო ხელისუფლებამ, რომ ეს დროული არ არის - ეს არის მისი პოლიტიკის ნაწილი. ყველა შედარება მოიკოჭლებს, მე არ ვთვლი, რომ ეს შედარება სწორია, მაშინ რა ხდებოდა და ახლა რა ხდება. ახლა არის ის პერიოდი, როდესაც პუტინი სამხედრო დამნაშავედ არის აღიარებული და ჩვენ სამხედრო დამნაშავის მიერ გამოგზავნილ ბრძანებას ვასრულებთ? ამას თუ ვერ გრძნობს ხელისუფლება მაშინ კიდევ უფრო ცუდად გვქონია საქმე“, - აცხადებს თაკო ჩარკვიანი.
ცნობისთვის, 2012 წლის 9 აპრილს, მაშინდელი ხელისუფლების პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე რუსეთიდან საქართველოში შემოსულ სტუმრებს პირადად შეხვდა.
მიხეილ სააკაშვილმა რუსეთიდან შემოსულ მოქალაქეებთან საუბრისას აღნიშნა, რომ რუს ტურისტებს საქართველოში შემოსვლა უვიზოდ შეუძლიათ. რუსმა ტურისტებმა მიხეილ სააკაშვილთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
სააკაშვილის განცხადების გარდა, დღეს ელენე ხოშტარიასაც გაახსენეს 2011 წელს ჩაწერილი ინტერვიუ, სადაც ამბობდა, რომ რუსეთთან არაფერი პრობლემა არ აქვთ.
დღეს კი აქციაზე მყოფი ოპოზიციონერი ხელისუფლებას ადანაშაულებს და ამბობს, რომ ჩვენი სახელმწიფო რუსეთის ინტერესების სადარაჯოზეა.
აი, რას ამბობს ელენე ხოშტარია აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობაზე- ნახეთ ვიდეო