„ჩვენ არ ვაღიარებთ გუშინდელი არჩევნების შედეგებს და გავაგრძელებთ თითოეული ჩვენი ამომრჩევლის ხმის უფლების დაცვას" - მამუკა ხაზარაძე

mamuka xazaradze

"ეს არჩევნები და მისი შედეგები ჩვენთვის არის მიუღებელი," - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოსთვის" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, "ძლიერი საქართველო" არ აღიარებს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს.

"ჩვენ არ ვაღიარებთ გუშინდელი არჩევნების შედეგებს და გავაგრძელებთ თითოეული ჩვენი ამომრჩევლის ხმის უფლების დაცვას. ქვეყანა, რომლის უმრავლესობის არჩევანი არის ევროატლანტიკური სივრცე, არ გავატანოთ ბიძინა ივანიშვილს რუსეთში, ეს არ მოხდება. ჩვენ ვდგავართ ჩვენს ხალხთან ერთად. ჩვენ ვდგავართ სიმართლის მხარეს, გამჭვირვალობის მხარეს. გუშინდელი არჩევნები არის მიუღებელი, ეს იყო მოპარული არჩევნები, ეს იყო სპეცოპერაცია," - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.