ჩარევის მცდელობის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა, რა სურს, ბრავო! - პიტერ სიიარტო

სიიატრო

ჩარევის მცდელობის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა არჩევნებზე თავისი ნება გამოხატა, რის შედეგადაც მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

„ჩარევის მცდელობის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა, რა სურს. პატრიოტმა მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგო. ბრავო, გილოცავთ!“ - აღნიშნა სიიარტომ.

მისი მტკიცებით, უნგრეთი, ევროკავშირის თავმჯდომარეობის დარჩენილ პერიოდში და შემდგომაც, მხარს დაუჭერს ქართველ მეგობრებს ევროინტეგრაციის მცდელობებში წარმატების მისაღწევად.