პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მინდა რამდენიმე სიტყვით მოგახსენოთ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე, რომელიც ასევე ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაიწყო. ეს პროგრამაც, შეიძლება ითქვას, იყო რევოლუციური, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 10 წლის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე განაცხადა.
„შედეგები არის თვალსაჩინო. მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, თითო პაციენტს ამ პროგრამით მკურნალობა 125 ათასი ლარი დაუჯდებოდა. პროგრამის ფარგლებში ჯამში 80 ათასზე მეტმა პაციენტმა იმკურნალა და პროგრამის ღირებულება 3,5 მილიარდ ლარზე მეტი დაჯდა. ჩვენ ეს პროგრამა განვახორციელეთ ამერიკულ კომპანია „გილიადთან“ ერთად, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო „გილიადს“ და ამერიკის მთავრობას. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული რეფორმა აღმოჩნდა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.