პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"ჩემი პოზიცია ცნობილია, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ბრძოლის ყველა ინსტრუმენტის გამოყენება, მათ შორის, საპარლამენტო ფორმატის", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
"იქნება ეს მიზნობრივად საპარლამენტო ფორმატის გამოყენება, იგივე პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი ფაქტის შემსწავლელი კომისიის შექმნის მიზნით. ასევე, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე სამსჯელოდ, როგორიც არის უკრაინისთვის მხარდაჭერის გამოხატვა, თუ სხვა საგამოძიებო კომისიების შექმნა. თუ იქნება ეს სრულყოფილად საპარლამენტო მუშაობაში ჩართვა იმისთვის, რომ მაქსიმალურად წნეხი განვახორციელოთ „ქართულ ოცნებაზე“, რომ იმსჯელოს ხალხისთვის საჭირბოროტო საკითხებზე, რა ტიპის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამასთან დაკავშირებით ჯერ საბოლოოდ არ შევჯერებულვართ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.