კესარია აბრამიძის ოჯახი პირველ განცხადებას ავრცელებს
1727984940
"შალვა ნათელაშვილის გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლის თაობაზე არ მაწყობდა და იმედი მქონდა, რომ ის, როგორც ჩვეულებრივი პოლიტიკოსი, არ მოიქცეოდა და რასაც იტყოდა, შეასრულებდა. როგორც ჩანს, პოლიტიკაში მოსულა, რომ ერთს ამბობ და მეორეს აკეთებ", - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განუცხადა.
“მომიწევს დიეტის დარღვევა! რაც შეეხება “ლეიბორისტების“ მიერ პარლამენტის აწიოკებას, თაკო ჩარკვიანმა ხომ ააწიოკა პარლამენტი, ახლა შალვა ნათელაშვილიც დაემატება და აშკარად სამუშაო გარემო გვექნება. რაც არის, არის - ამ ხალხის უკან პირდაპირ თუ ირიბად მოქალაქეები დგანან, ვისაც ეს ყველაფერი მოსწონს და თუ ადამიანებს საქმის მიმართ ასეთი მიდგომა მოსწონთ, მაშინ რას ვიზამთ?!
პარლამენტი ჩვენი მოქალაქეების პრეფერენციების რეპრეზენტაცია იქნება. ზოგადად, ტრაგიკომიკური სიტუაციაა, როცა პოლიტიკოსები პარლამენტში შესვლა-არშესვლას გმირობად მიიჩნევენ. მთელი წელია ამაზე მიდის დისკუსია და მართლა დასაცინი გავხდით. ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია და იმედია, ოდესმე დასრულდება“, - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ პარტიაში პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, მსჯელობა მიმდინარეობს.