პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობას ეხმაურება.
ნათელაშვილის შეფასებით, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის ტექსტში არ არის მთავარი არსი ასახული.
„იმ დროს, როდესაც საქართველოსა და უკრაინის გამო კაცობრიობა ფაქტობრივად დგას მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე, უდიდეს გაოცებას იწვევს საქართველოს ხელისუფლების დუმილი და სირაქლემას პოზა, რომელმაც რეზოლუციის პროექტშიც კი ვერ გაბედა მთავარი აგრესორის - რუსეთის დასახელება სიტყვიერად," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის საკუთარი ვარიანტი გაავრცელა.