პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
არასწორია უკრაინის ხელისუფლების რიგი წარმომადგენლების დამოკიდებულება და შეურაცხმყოფელი განცხადებები საქართველოს მოსახლეობის მიმართ იმ მდგომარეობაში, როდესაც საქართველოს ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინის მხარდამჭერი იყოს ყველა პროცესში - განაცხადა უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ ტვ „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში.
როგორც მაია ბითაძემ განაცხადა, აქ არის საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების ზეგავლენები, რომლებიც უკრაინაში აქტიურ თანამდებობებს იკავებენ.
„კიდევ ერთხელ მეძლევა საშუალება, გამოვხატო ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის დიდი წუხილი იმ სიტუაციის გამო, რაც ხდება უკრაინაში. ასევე ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს გზა ჩვენ გავლილი გვაქვს, ამჟამადაც საომარ მდგომარეობაში ვართ, ცივი ომის მდგომარეობა გვაქვს, საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. ვის, თუ არა ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, მათ შორის 2008 წელს თბილისის თავზე რას ნიშნავს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების ფრენა და თბილისის შემოგარენის დაბომბვა.
არ მინდა ამ პოლემიკაში შევიდე და გავამძაფრო საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლების რეპლიკები, რომელიც ჩვენი ქვეყნის მიმართ ისმის. ვფიქრობ, აქ ემოციური ფონიც არის, აქ არის ზეგავლენები ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების, რომლებიც იქ აქტიურ თანამდებობებს იკავებენ.
არ მინდა ზედმეტად ვისაუბრო იმ ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლებზე, რომლებიც ახლა აქტიურ ომში იმყოფებიან იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომლებსაც ჩვენ ოკუპირებულები ვყავართ. 90-იანი წლებიდან რუსეთი მუდმივი სტრესისა და ომის მდგომარეობაში გვამყოფებს, ვინ, თუ არა ჩვენ, ყველაზე კარგად ვიცით“ - განაცხადა მაია ბითაძემ.