პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პანდემია არ დასრულებულა. კოვიდი არსად წასულა, მხოლოდ მასშტაბები შემცირდა. მაგალითად, ჩვენს კლინიკაში ყოველდღიურად გვყავს 10-15 პაციენტი, როდესაც გვყავდა 80-100, - ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი აცხადებს, რომ მსოფლიოში ახლა პანდემიის პიკის შემდგომი პერიოდია, ვაქცინირებულთა და კოვიდგადატანილთა დიდი იმუნური ფენა შეიქმნა და თუ ვირუსის ახალი სახიფათო მუტაციები არ გაჩნდა, პანდემია დასასრულს უახლოვდება.
„შესაძლოა, სადღაც შემოდგომაზე გამოცხადდეს პანდემიის დასასრული“, - ამბობს ცერცვაძე.