„შვილმა არ დამირეკა, არ მომილოცა, სამაგიეროდ...“ - რას წერს იუბილარი ცისნამი საყვარლიშვილი
1732656440
„ბალტიის ქვეყნებისგან საქართველოს აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა და შეგიძლიათ, გქონდეთ იმედი, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებასთან და სხვა საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ვიქნებით თქვენი მხარდამჭერი“, – ამის შესახებ ლატვიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს თავმჯდომარე რიჰარდ კოლსმა საქართველოს პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დღეს სამი ქვეყნის დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ქართველ კოლეგებთან და ეს ვიზიტი არის მკაფიო გზავნილი, რომელიც გამოხატავს სოლიდარობას საქართველოს მიმართ, მისი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
„მოხარული ვარ, რომ ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში გვაქვს შესაძლებლობა შეხვედრების, საქართველოში არსებული მდგომარეობის უკეთ გაცნობისა და შესაბამისი ინფორმაციის უფრო დეტალურად მიღების. ეს დელეგაცია გახლავთ უნიკალური, ამ სამი ქვეყნის შემადგენლობით, რომლებიც განსაკუთრებით არიან ერთიანი საქართველოს და უკრაინის მხარდაჭერაში. კომიტეტების თავმჯდომარეთა ეს ვიზიტი გახლავთ ძალიან მკაფიო გზავნილი, რომელიც გამოხატავს ჩვენი ქვეყნების სოლიდარობას საქართველოს მიმართ და მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. უკრაინაში ომი რეალურად დაიწყო 2014 წელს, ახლა ჩვენ ვხედავთ ამ ომის მეორე ფაზას, რომელმაც ძალიან ძლიერად შეარყია ევროპის უსაფრთხოების გარემო“, – განაცხადა რიჰარდს კოლსმა.
მისივე თქმით, საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივა კიდევ უფრო გაიზარდა 12-პუნქტიანი გეგმის შემდეგ, რომელიც უნდა განხორციელდეს.
„ბალტიის ქვეყნებისგან საქართველოს აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა და შეგიძლიათ გქონდეთ იმის იმედი, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებასთან და სხვა საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ვიქნებით თქვენი მხარდამჭერი. ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა, როგორც პოლიტიკური და დიპლომატიური, ასევე სხვადასხვა გზით, რომ მოხდეს დამარცხება რუსი ორკების, ამისთვის უკრაინა ნამდვილად იღებს ჩვენი ქვეყნებისგან და ყველა მეგობრისგან მხარდაჭერას. ჩვენ ყურადღება და ძალისხმევა აქტიურად ასევე გვაქვს მიმართული სამხრეთ კავკასიისკენ, რასაკვირველია, ამ ომმა ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია და გამონაკლისი არც თქვენი რეგიონი აღმოჩნდა. სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ჩვენ ვიხილეთ კონფლიქტის განახლება, ვიმედოვნებთ, სამშვიდობო პერიოდი შენარჩუნდება, საქართველომ უნდა ითამაშოს საკვანძო როლი რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად. აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით დეზინფორმაცია ძალიან გავრცელებული პრაქტიკაა და სწორედ სხვადასხვა ინფორმაცია მოდიოდა ჩვენთან იმასთან დაკავშირებით, რა ვითარებაა და რა პროცესები ვითარდება საქართველოში. ამ ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი გახლდათ, რომ შევხვედროდით შესაბამის მხარეებს, საქართველოს მთავრობისა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს, მათთან გვემსჯელა, მათგან მოგვესმინა, როგორც 12 პუნქტის შესრულების გზაზე, ასევე რეფორმების განხორციელების გზაზე არსებული ვითარება, როგორც მიღწევები, ასევე გეგმები და უნდა აღინიშნოს ასევე პოლარიზაციის პრობლემა, რომლის აღმოფხვრა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს და გაუმჯობესდეს ძალისხმევა ქვეყნისთვის სასიკეთო შედეგების მისაღწევად“, – განაცხადა რიჰარდ კოლსმა.