ბაკურ ბაკურაძე: ისინი ამ სიტუაციას, როგორც ბოლო შანსს, ისე აღიქვამდნენ, რადგან იმ განცხადებაში მე არაფერი მომისმენია ისეთი, რომ ასე გაგიჟებულიყვნენ.დღეს პრემიერმა განაცხადა ის, რაც ისედაც ვიცით

ბაკურ ბაკურაძე

მე მინდა აღვნიშნო, რომ ის განცხადება, რომელიც შსს-მ გაავრცელა არის ჩემთვის შემაშფოთებელი არა განცხადების შინაარსი, არამედ ის, რომ მათ მოუწიათ ამის განცხადება და იმედი მაქვს, რომ აღარ გასცდება კანონით დადგენილ ფორმებს აქცია შეინარჩუნებს მშვიდობიან ფორმას იმიტომ, რომ იქ მყოფი ადამიანები ჩვენი მოქალაქეები არიან და მე იმედი მაქვს, რომ დღევანდელი ღამე მშვიდობიანად ჩაივლის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პროდიუსერმა ბაკურ ბაკურაძემ.

„მათ გარკვეულ ნაწილს აქვს მიღებული დავალება, რომ რაც შეიძლება მალე და სწრაფად მოხდეს ესკალაცია ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან ცოტა დრო რჩება პრეზიდენტის ვადის ამოწურვამდე, არჩევნები წაგებულია და ხელისუფლებამ დღევანდელი განცხადებით საბოლოო ბერკეტიც გამოაცალა საშანტაჟო.

ისინი ამ სიტუაციას, როგორც ბოლო შანსს ისე აღიქვამდნენ, რადგან იმ განცხადებაში მე არაფერი მომისმენია ისეთი, რომ ასე გაგიჟებულიყვნენ.დღეს პრემიერმა განაცხადა ის, რაც ისედაც ვიცით.

დღეს ქვეყანას არ ჰყავს რეალური ოპოზიცია, პოლიტიკური პროცესი უნდა განვითარდეს ისე, რომ ქვეყანაში წარმოიშვას რეალური ოპოზიცია. ოპოზიცია, რომელსაც უყვარს ეს ქვეყანა, რომელიც კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით კონსტრუქციულად თუ არაკონსტრუქციულად შეეკამათება „ქართულ ოცნებას“, რადგან აბსოლუტური ხელისუფლება არც არ უნდა საუკეთესო იყოს ძალიან საშიში რამ არის“, - აღნიშნა ბაკურ ბაკურაძემ.