ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელებს

ჯაფარიძე

ფრაქცია „ლელოს“ თავმჯდომარის, ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელებს.

როგორც კონსტიტუციის 39-ე მუხლში არსებულ ჩანაწერში არის აღნიშნული, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ ის კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით, ცნობილია დამნაშავედ. რეგლამენტის შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე თავდაპირველად საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა უნდა იმსჯელოს. 

12 იანვარს მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა მოსამართლემ სამივე საქმეზე კვალიფიკაცია შეცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს 7 წლის ვადით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა, თუმცა მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.