ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში არ უნდა დადგეს - იაგო ხვიჩია

„გირჩის“ ლიდერი

„ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში არ უნდა დადგეს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„მგონია, რომ ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება არც უნდა შეუჩერდეს და ამას არც ვისურვებდი, რადგან საუბარია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც სინამდვილეში, თავისი შინაარსით, კოლიზიაში მოდის და შეუთავსებელია სასამართლოს გადაწყვეტილებასთან.

პატიმარს ციხეში ჯდომა რომ უწევდეს, ის თან ვერ იქნება პარლამენტის წევრი და ამიტომ ეს გადაწყვეტილება დღის წესრიგში შეიძლება დადგეს, მაგრამ სასამართლომ თქვა, რომ მივუსაჯე, მაგრამ ძალაში არ არის, რადგან ხანდაზმული არისო, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ უნდა დადგეს“, - განაცხადა ხვიჩიამ.

დეპუტატ ბადრი ჯაფარიძის მიმართ გამოტანილი არის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რაც შესაძლოა, მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი გახდეს.