ვის შეუძლია დაგროვებული პენსიის სრულად გამოტანა - ნახეთ, დეტალები
1706990750
აუცილებლად უნდა მივიდეთ ოქტომბრამდე, რაც არ უნდა ეცადოს ივანიშვილი (და აუცილებლად ეცდება), რომ ეს არჩევნები მიიტაცოს, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
„რაც შეეხება მაიდანს, „ქართული ოცნება“ თავად ღიად აცხადებს, რომ ის ადგას იანუკოვიჩის გზას. მაგრამ საქართველო არ არის ამ მოცემულობაში უკრაინა, რადგან ეს არ არის მაიდანიზაციის პროცესი. ბუნებრივია, ტექნიკური მთავრობა იქნებოდა საუკეთესო სცენარი არჩევნებამდე, მაგრამ დღეს ეს ფუფუნება არ დგას“, - მიიჩნევს აქუბარდია.