ქალი, რომელმაც 9/11 იწინასწარმეტყველა, 2025 წლის შესახებ საუბრობს - Daily Mail
1745097703
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი და რუსთავის მერის პირველი მოადგილე კახა გურული, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს შეხვდნენ.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრა რუთავის მერიაში გაიმართა. სამუშაო შეხვედრაზე, რუსთავის და ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტების განვითარებაზე და მიმდინარე პროექტებზე იმსჯელეს.
საუბარი, რუსთავსა და ქვემო ქართლში, ამერიკული მხარისა და დიპლომატიური კორპუსის მიერ განხორციელებულ პროექტებს, სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსაც შეეხო.
გიორგი დოხტურიშვილმა და კახა გურულმა კელი დეგნანს გაწეული მრავალმხრივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს და ერთობლივი თანამშრომლობის პროცესში მხარდაჭერას დაპირდნენ.