„ასეთი წუთებისთვის ღირს ცხოვრება“ - დავით ზალკალიანი თანამშრომლებს დაემშვიდობა

davit zalkaliani

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა 4 აპრილს თანამდებობა დატოვა, ის აშშ-ში საქართველოს ელჩად ინიშნება.

დავით ზალკალიანი გუნდს უკვე დაემშვიდობა: „ასეთი წუთებისთვის ღირს ცხოვრება, მადლობა“.

მანამდე, მან სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა: 

მეგობრებო, ემოციურად დატვირთული დღე მქონდა. ვეცადე ვრცელი სამადლობელი გამეკეთებინა და შემეჯამებინა ჩემი საქმიანობა, მაგრამ, მართალი გითხრათ, ცოტა გამიჭირდა მოკლე დროში ყველაფრის ერთად თავმოყრა და როგორც ყოველთვის, ჩემი კოლეგები საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის და ინფორმაციის დეპარტამენტიდან დამეხმარნენ და ასეთი შეჯამება გამოვიდა. დიდი მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროს მთლიან შემადგენლობას, გუნდს, რომელმაც ბევრი წარმატება მოუტანა ქვეყანას და დარწმუნებული ვარ მომავალშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებაში.
მადლობა თქვენ, ფეისბუკის მეგობრებს, მუდმივი მხარდაჭერის და სითბოსთვის, რომელსაც გამოხატავდით ჩემი და სამინისტროს საქმიანობის მიმართ.
მართალია გეოგრაფიულად შორს მივდივარ, მაგრამ თქვენთან ახლოს ვიქნები მომავალშიც და ჩვენი ქვეყნის სამსახურში ბოლომდე დავიხარჯები, ისე როგორც ამას ვაკეთებდი ჩემი 30 წლიანი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში.

ღმერთმა დალოცოს საქართველო!“, - წერს ყოფილი მინისტრი.