ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ბრალს გვდებენ რუსეთის მოკავშირეობაში ამ ომში, ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება და ამას სჭირდება შესაბამისი მტკიცებულებები, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
მისი თქმით, უკრაინის მხარის ბრალდებას არ იზიარებს.
„მე ასე ხელაღებით უკრაინის მხარის ამ პრეტენზიას თუ ბრალდებას არ ვიზიარებ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ბრალს გვდებენ რუსეთის მოკავშირეობაში ამ ომში, ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება და ამას სჭირდება შესაბამისი მტკიცებულებები“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.