„რას ნიშნავს კონტრაბანდული დერეფანი, ამას მეტი დეტალიზაცია სჭირდება“ - იაგო ხვიჩია უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე

„გირჩის“ ლიდერი

„გირჩი“ ლიდერი, იაგო ხვიჩია უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. 

„ზოგადად, არაფერი გამორიცხული არ არის, უბრალოდ, რას ნიშნავს კონტრაბანდული დერეფანი, ამას მეტი დეტალიზაცია სჭირდება. თუ საქართველო კონტრაბანდულო დერეფანი გახდა, ეს არ დაიმალება და მტკიცებულებებიც დაიდება.

დაველოდებოდი მოვლენების განვითარებას და ვისურვებდი, არ გამართლებულიყო პროგნოზი, რაზეც ვსაუბრობთ. გაფრთხილება მოგვცეს, რამეზე ხელი არ წაგიცდეთ, ამას ნიშნავს ეს განცხადება. მგონია, ამერიკული დაზვერვის ინფორმაციაც ექნება უკრაინულ მხარეს და პირიქით, უკრაინული ინფორმაცია ექნება ამერიკულ მხარეს. უბრალოდ, ვინ გაახმოვანებს ამ ინფორმაციას ეს სულ სხვა გარემოებაა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.