ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ საქართველოში უკრაინის საელჩოს მიმართავს.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს ძალიან მძიმე პოლიტიკურ და სამართლებრივ ბრალდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რის გამოც ის საჭიროებს კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენას.
„უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს სპეციალურ სამსახურებს აქვთ ფარული კავშირები რუსეთის ფედერაციის შესაბამის სამსახურებთან, საქართველოს ტერიტორიის გავლით კონტრაბანდული ტვირთების გადატანის ორგანიზების მიზნით.
აღნიშნული წარმოადგენს ძალიან მძიმე პოლიტიკურ და სამართლებრივ ბრალდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რის გამოც ის საჭიროებს კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენას, ხოლო მათი დასაბუთების შემთხვევაში ამის შედეგი შეიძლება იყოს ძალიან მძიმე საქართველოს ხელისუფლებისთვის.
ამავე დროს, თუ არ იქნება წარმოდგენილი და საზოგადოებისთვის ცნობილი ამ ბრალდების კონკრეტული მტკიცებულებები, ჩაითვლება, რომ ასეთი ბრალდება წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას და დეზინფორმაციას და მიზნად ისახავს ერთის მხრივ, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს იმიჯის შელახვას, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყნის შიგნით არეულობისთვის და დესტაბილიზაციის ხელის შეწყობას. ზოგადად ნებისმიერი ბრალდების, და მით უმეტეს, ასეთი მძიმე ბრალდების წაყენების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამიტომ ლოგიკური და ნორმალური მდგომარეობა არის ის, რომ როდესაც ხდება ასეთი მძიმე ბრალდების საჯაროდ გაცხადება, ამის პარალელურად ცხადდება ის კონკრეტული მტკიცებულებებიც, რომლებიც ადასტურებენ ამ ბრალდებას.
იმედს გამოვთქვამთ, რომ უკრაინის საელჩოს უფლებამოსილი პირი წინამდებარე მიმართვაზე პასუხს გაგვცემს წერილობით ან, იმის გათვალისწინებით, რომ ქართული საზოგადოებისთვის საკითხი არის ძალიან აქტუალური, გააკეთებს საჯარო განცხადებას“, – აღნიშნულია მიმართვაში.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, „საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაცია მოკლებულია სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობას. სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტებისსაქმიანობაში“.