ასე გამოიყურება მელიტონ ქანთარიას სახლი ოჩამჩირეში – კაცი, რომელმაც რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა აღმართა

ასე გამოიყურება დღეს მელიტონ ქანთარიას სახლი ოჩამჩირეში.

მელიტონ ქანთარია 1920 წლის 5 ოქტომბერს სოფელ ჯვარში დაიბადა. საბჭოთა კავშირის გმირი (8 მაისი, 1946), საბჭოთა არმიის ქართველი სერჟანტი, რომელმაც ოფიციალური ცნობებით გამარჯვების დროშა აღმართა რაიხსტაგზე 1945 წლის 30 აპრილს, 21.50 საათზე.

მელიტონ ქანთარია 1993 წლის 26 დეკემბერს გარდაიცვალა მოსკოვში.

გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში მაშინდელი პრემიერ-მინისტრის მოადგილის ირაკლი მენაღარიშვილის თავმჯდომარეობით შეიქმნა მისი დამკრძალავი კომისია.

მელიტონ ქანთარია დაკრძალეს ჯვარის მესამე საჯარო სკოლის ეზოში, გამარჯვებული ჯარისკაცის ძეგლის გვერდით, 1994 წლის 5 იანვარს.