პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 77 წელი გავიდა. მაშინ, როდესაც რუსეთში ამ დღეს ზარ-ზეიმით აღნიშნავენ, უკრაინაში კვლავ მძიმე ვითარებაა.
დიდხნიანი პაუზის შემდეგ ვალერი მელაძე სოციალურ ქსელში გამოჩნდა. 9 მაისთან დაკავშირებით Instagram-ზე დადო ფრაგმენტი ფილმიდან „ჯარისჯაცის მამა“ შემდეგი აღწერით:
„გილოცავთ დიდი გამარჯვების დღეს! მარადიული ხსოვნა იმ ერების შვილებს, რომლებიც გვერდიგვერდ იბრძოდნენ მშვიდობიანი მომავლისთვის.“ - დაწერა მომღერალმა.
ცნობისთვის, მომღერალმა ვალერი მელაძემ ომის დაწყებიდან მალევე რუსეთის ქმედებები დაგმო და პუტინს მოუწოდა, უკრაინა დაეტოვებინა. ამის გამო, ბუნებრივია, მას მოსკოვში პრობლემები შეექმნა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოჯახთან ერთად საფრანგეთში წავიდა.
ვალერი მელაძე „ინსტაგრამზე“ აქვეყნებს ნაწყვეტს ფილმიდან „ჯარისკაცის მამა“