1747980527
არც ევროკავშირი, არც ერთი სახელმწიფო არ ითხოვს ჩვენგან სანქციებზე შეერთებას - ირაკლი ქადაგიშვილი

"არც ევროკავშირი, არც ერთი სახელმწიფო არ ითხოვს ჩვენგან სანქციებზე შეერთებას, მათ კარგად ესმით, რომ ეს პოლიტიკურადაც, გამაღიზიანებლადაც და ეკონომიკურადაც დამაზიანებელია საქართველოსთვის", - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„ადამიანებს სიმართლე ხომ შეიძლება ვუთხრათ? როცა აგრესორს შეუძლია შენი ქვეყნის იავარქმნა, მთავრობამ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, რომ ეს საშიშროება თავიდან აიცილოს, უგუნურად, გიჟივით არ გადავარდეს ამ აგრესორის სურვილების შესასრულებლად.
საჰაერო სივრცის დაკეტვას რაც შეეხება, რუსეთთან საჰაერო მიმოსვლა არ გაგვაჩნია, ჩვენი საჰაერო სივრცით სარგებლობს მეზობელი სომხეთი, აქედან გამომდინარე, ჩვენს მეზობელთან გარკვეული ვალდებულებები გაგვაჩნია. არც ერთი სახელმწიფო იმის გამო, რომ ჩვენ ვართ ოკუპაციის მსხვერპლი სახელმწიფო, არც ევროკავშირი არ ითხოვს ჩვენგან სანქციებზე შეერთებას. მათ კარგად ესმით, რომ ეს პოლიტიკურადაც, გამაღიზიანებლადაც და ეკონომიკურადაც დამაზიანებელია საქართველოსთვის. ისინი არ ითხოვენ და ჩვენი ოპოზიცია ითხოვს ამას, რადგან მათი მიზანია სხვისი ტრაგედია გადმოვიდეს აქ და რამენაირად ხელისუფლების ჩამოშლა და ხელისუფლებაში მოსვლა მოახერხონ,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.