1746733863
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ქალაქი ხერსონი რუსებმა დაიკავეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ქალაქი ხერსონი რუსებმა დაიკავეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„ჩვენი სამხედრო ბრიგადის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ბრძოლები მიმდინარეობს. მთლიანი ქალაქი რუსების ხელში არაა, ჩვენ გარკვეულ ნაწილებზე კონტროლს კვლავ ვინარჩუნებთ",- განაცხადა სამინისტროს პრესპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსულმა მედია გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქ ხერსონს მთლიანად რუსული ჯარი აკონტროლებს.