„ერთადერთი გადარჩენილი...“ - მამაკაცი ამტკიცებს, რომ 2027 წელში გაიჭედა და სამყაროში მარტოა
1734813292
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ არც ჩინეთი და არც აშშ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს პატივს არ სცემენ.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, პერიოდი, როდესაც ყველაფერი ეფუძნებოდა ვაჭრობას ღია ბაზარზე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებით, დასრულებულია.
„ვიყოთ ცხადი. ოცდახუთი წლის წინ ჩვენ გვეგონა, რომ როცა ჩინეთი გაწევრიანდებოდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, ისინი დაიცავდნენ წესებს, ეს ასე არ არის, მაგრამ დიდი ცვლილება იმაში მდგომარეობს, რომ 2022 წელს აშშ-მა გადაწყვიტა, არ დაემორჩილოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას ინფლაციის რეგულირების აქტით. მე მაქვს წინადადება: როდესაც აშშ და ჩინეთი არ სცემენ წესს პატივს, ჩვენ არ უნდა ვიყოთ ოთახში მარტონი, ვინც წიგნის მიხედვით ვთამაშობთ. ამიტომ, მე არ გირჩევთ გახდეთ პროტექციონისტი, ეს საშინელი სიტყვაა, მაგრამ რომ ვიყოთ სამართლიანი ჩვენი ინდუსტრიების, ჩვენი ფერმერების, ჩვენი ხალხის მიმართ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ თანაბარი სათამაშო პირობები. როცა საქმე გაქვს იმავე ბაზარზე შენთან კონკურენტ ადამიანებთან, სუბსიდიების დონესთან, რაც ბაზრებს სრულიად აუტანელს ხდის შენივე მოთამაშეებისთვის, თქვენ უნდა გამოასწოროთ ეს და ამიტომ, მე მხარს ვუჭერ ევროკომისიას ჩინური ელექტრო მანქანების ტარიფებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.