ვინც აღდგომას საფლავზე გადის, ეს უნდა იცოდეს
1744405765
"ტრიუკების“ დიდოსტატი ივანიშვილი ახალი არჩევნების „ქართული ოცნების“ დღის წესრიგით ჩატარებისთვის რახანია ემზადება. ის აუცილებლად დანიშნავს ახალ, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და თუ საჭირო იქნება ივანიშვილიც შეიძლება აღმოჩნდეს „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში. თუ მას ეს დასჭირდა, ამაზეც წამსვლელია, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა არმაზ ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას აღნიშნა, რითაც „ქართული ოცნების“ წევრის, კახა კახიშვილის მიერ გადაცემა "360 გრადუსში“ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა 2026 წელს დაინიშნოს, ხოლო ბიძინა ივანიშვილმა „ნამდვილი ოპოზიცია“ შექმნას და თორნიკე რიჟვაძეს, გრიგოლ ლილუაშვილს და იმ ადამიანებს, რომელთაც საკადრო ცვლილებები შეეხოთ და „ისე დარჩნენ“, [ოპოზიციაში] თავისი შესაძლებლობების ჩვენების საშუალება მიეცეთ. ამავე კონტექსტში კახიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილიც ახსენა, რომელიც, მისი აზრით, „მოვა დრო და წავა „ქართული ოცნებიდან“.
როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნულ ისეთ არჩევნებში, რომელიც სრულად „სათავისოდ მოწყობილი იქნება“, ოპოზიციამ შეიძლება ფიასკო განიცადოს.
"არჩევნების შემდეგ, ამ თვეების განმავლობაში, არაერთხელ მითქვამს, რომ ივანიშვილი აუცილებლად დანიშნავდა ახალ, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ოღონდ არა ჩვენი, მოქალაქეებისა და ოპოზიციონერების დღის წესრიგით, არამედ საკუთარი დღის წესრიგით. ამას ის გააკეთებს მაშინ და ზუსტად მაშინ, როცა ჩათვლის, რომ ყველა საკმარისი რესურსი აქვს იმისთვის, რომ შეხვდეს ამ არჩევნებს შესაბამისად მომზადებული და მიიღოს მინიმუმ ის შედეგი, რაც მიიღო მიტაცებით გასული წლის ოქტომბერში. თუმცა მისი ამოცანაა, რომ ეს შედეგი გაიუმჯობესოს მნიშვნელოვნად. ჩვენ უნდა ვხვდებოდეთ, რომ ის არ დანიშნავს [ახალ არჩევნებს] მიმდინარე წელს და მეც მაქვს ვარაუდი, რომ სავარაუდოდ, მომავალ წელს დანიშნავს, იმიტომ არა, რომ ჩვენი მოთხოვნები გაითვალისწინა, ეს იქნება მისი დღის წესრიგის ნაწილი. „ტრიუკების“ დიდოსტატი ივანიშვილი ამისთვის რახანია ემზადება. ამით რას გააკეთებს: 1. ის აჩვენებს შიგნით და გარეთ ყველას, რომ ლეგიტიმურობა შეიძინა ბოლოს და ბოლოს, მისი აზრით. 2. სავარაუდოდ გაიუმჯობესებს შედეგს. 3. იტყვის: - რასაც ელოდით ამდენი ხანი, მიიღეთ. ხომ გინდოდათ არჩევები?- ა, ბატონო არჩევნები. სხვა საქმეა რა რეაქცია უნდა გვქონდეს ამაზე.
ივანიშვილსა და მის დღევანდელ უცნაურ პოლიტიკურ დაჯგუფებას ახასიათებს, რომ ხან ვისი და ხან ვისი მეშვეობით, რომ არ ელოდები ისეთი პირების მეშვეობითაც, გვეტყვის თავის სათქმელს. ხანაც ამ სათქმელს პირდაპირ გვეუბნება კობახიძე. მიმაჩნია, რომ ეს ამბავი უკვე ისე მომწიფდა, სათქმელად ღირდა. კახა კახიშვილი მართალია არ არის მოქმედი თანამდებობის პირი, მაგრამ წინა პარლამენტში ის იყო გუნდის აქტიური წევრი, კომიტეტის თავმჯდომარე და შესაბამისად, ის არის „ქართული ოცნების“ რეზერვში. კაცმა არ იცის, ხვალ სად იქნება, რა თანამდებობაზე. რომც არ იყოს, მაინც ის იქაურია და საკმარისად სარწმუნოდ მეჩვენება ეს მოსაზრება. ბიძინა ივანიშვილის მიერ ასე დანიშნულ არჩევნებში, რომელიც იქნება სათავისოდ მოწყობილი სრულად, ოპოზიციამ შეიძლება განიცადოს ფიასკო.
ყველა ის ცვლილება დაკავშირებული ლილუაშვილთან, რიჟვაძესთან, ცვლილებები რაც უახლოეს ხანებში იქნება, ერთადერთ რამეს უკავშირდება, ერთი მხრივ ივანიშვილი ერთგულ ადამიანებს, ჩვენთვის უცნაურად და ალოგიკურად ელევა არა იმიტომ, რომ მათ მონური ერთგულება აკლიათ, არამედ იმიტომ, რომ დღეს მას სჭირდება უფრო მეტად დაუნდობელი, რეპრესიულ მანქანაზე სრულად მორგებული, ცივსისხლიანი სახელმწიფო მოხელეები უმაღლეს თანამდებობებზე აჭარაში, სუს-ში. ასეთია ოხანაშვილი, თამაზაშვილი... მათ რეზერვში ამყოფებს. ივანიშვილს არ აქვს დიდი ადამიანური რესურსი და უხდება მისივე გუნდიდან ვიღაც გაამწესოს ოპოზიციაში. შესაძლოა, კახიშვილიც აღმოჩნდეს იმ ე.წ ოპოზიციაში. ლილუაშვილსა და რიჟვაძეს რამე კი არ დაუწუნეს, მათ სისუსტედ ჩაუთვალეს ის, სრულად ჯალათებად რომ ვერ ჩამოყალიბდნენ. არ აწყობდათ თუნდაც ასეთი ლოიალური რიჟვაძე - რიჟვაძე, რომელიც მზად იყო ნებისმიერი დავალება შეესრულებინა, მაგრამ იქ სჭირდებათ პირდაპირ პოლიციელი. მე მაქვს ასეთი მოლოდინი, აბსოლუტურად საფუძვლიანი, რომ ადგილობრივ არჩევნებამდე, ყველა საკვანძო თანამდებობაზე დაინიშნება პოლიციისა და სუს-ის წარმომადგენელი. ანუ ივანიშვილს სჭირდება არა უბრალოდ ყურმოჭრილი მონები, არამედ მას სჭირდება ისეთი ხალხი, ვინც მზად იქნება და იძალადებს ოპონენტებზე.
აბსოლუტურად დასაშვებად მიმაჩნია, რომ ღარიბაშვილიც და სხვებიც აღმოჩნდნენ ამ ე.წ. სატელიტ ახალ ოპოზიციურ გაერთიანებებში. თუ საჭირო იქნება ივანიშვილიც შეიძლება აღმოჩნდეს „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში, თუ მას ეს დასჭირდა, ამაზეც წამსვლელია. ამაზე მას ჩემთან უსაუბრია ბევრი წლის წინ. მას ჰქონდა ეს გეგმა. ეს მაშინ ხდება, როცა თითქოს მოღრუბლული ცა არ იყო ჩვენს თავზე ვიღაცებისთვის, ჩემთვის მაშინაც იყო ნამდვილად. რა პრობლემაა, ეტყვის ღარიბაშვილს, რიჟვაძეს, ლილუაშვილს და შეაქმნევინებს ნებისმიერი კონფიგურაციით ახალ სატელიტ ოპოზიციას“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
რაც შეეხება არსებულ ოპოზიციურ სპექტრს, ახვლედიანის შეფასებით, „დღეს ოპოზიცია იქცა განვითარების მუხრუჭად“.
„ასეთ მუხრუჭად ჩამოყალიბდა. რაც შეეხება მეხუთე პრეზიდენტს, 31 მარტის აქცია საკმარისად ცუდად დაიგეგმა. ადამიანები მოვედით გულანთებულები. მე ვარ უკმაყოფილო სალომე ზურაბიშვილის გზავნილებით და იმით, რაც მერე მოხდა. ხომ დაანონსდა რომ ხვალიდან ვიწყებთ? რა დაიწყეს და რა გააკეთეს? ჩავარდნა არის ქვეყნის შიგნით“, - განაცხადა ახვლედიანმა.
ამასთან, მისივე თქმით, ის სრულად ემიჯნება დღევანდელ ოპოზიციას.
"მე არ წარმოვადგენ ამ ოპოზიციას, მე მას ვემიჯნები, იმიტომ, რომ ასე როგორც იქცევა ახლა ოპოზიცია, ეს არის სირცხვილი და დანაშაულიც. ამათ ხელში ჩვენ ვართ შავ დღეში. ისინიც კი ვინც დღეს რუსთაველზე აპროტესტებენ, აპროტესტებენ გმირულად, სამაგალითოდ. მათი უმრავლესობა ამ ოპოზიციას მხარს არ უჭერს. ისინი ოპოზიციის გამო კი არ დგანან იქ, იმიტომ დგანან რომ ამ ოპოზიციამაც მოგვაბეზრა თავი და ამ ოპოზიციით ამ ჯალათ ივანიშვილს ვერ გავისტუმრებთ...
რძის სკანდალი რომ ასე გადაგორდა, ესაა ოპოზიციის სირცხვილი. თქვენ წარმოიდგინეთ, ნებისმიერ ოდნავ ნორმალურ საზოგადოებაში და ქვეყანაში ამის გამო მთავრობა პასუხს აგებდა. ჩვენ ეს გავატარეთ. ჩემთვის პირადად ამაზე უფრო მნიშვნელოვანი თემა არაა. როცა რძის სკანდალს ასე გაატარებთ და რძის რევოლუციას არ მოვუწყობთ ამ ნაძირალებს, ყველაფრის ღირსი ვართ მაშინ“, - განაცხადა ახვლედიანმა.
ვინც აღდგომას საფლავზე გადის, ეს უნდა იცოდეს
1744405765