არის კატეგორია ადამიანების, რომელთათვისაც საქართველოს წარმატება სასიკვდილო დარტყმაა მათ ბნელ პოლიტიკურ ზრახვებზე - ქადაგიშვილი

ქადაგიშვილი

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრის გიორგი გველესიანის მიმართ განხორციელებულ ბულინგს ეხმიანება.

„ეს არის კატეგორია ადამიანების, რომელთათვისაც საქართველოს წარმატება სასიკვდილო დარტყმაა მათ ბნელ პოლიტიკურ ზრახვებზე. ამიტომ, უნდა მოიძებნოს რაღაც საბაბი, თუ გნებავთ გამოგონილიც, რათა მოხდეს ნებისმიერი წარმატებული ადამიანის დაბულინგება“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი გველესიანი ქალთა ფეხბურთთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებას ვრცელი განცხადებით ეხმაურება. სპორტსმენის თქმით, სახეზეა მოსმენილის გააზრების პრობლემა. ფეხბურთელისთვის კორექტულობის საზღვრების დაცვა მნიშვნელოვანია, თუმცა გველესიანი ამბობს, ხატია დეკანოიძის მხრიდან მისი მისამართით ნათქვამი სიტყვა - ბოროტება კომიკურია. „ჩვენ ორს შორის, მე არც ღვარძლის თესვით ვარ დაკავებული და არც მოსახლეობის ცნობიერების ძირგამომთხრელ საქმეს ვეწევი“, - განაცხადა სპორტსმენმა პოლიტიკოსის პასუხად.