არესტოვიჩის ამოცანაა, საქართველო ომში ჩაებას - ნიკოლოზ სამხარაძე

კაციშვილი არ იცნობს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე  უკრაინის პრეზიდენტის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას ეხმაურება:

„ეს ნიშნავს იმას, რომ არესტოვიჩის განცხადებები უკვე ძალიან მომაბეზრებელი გახდა. მე მგონი, მას უკვე საერთოდ აღარ უნდა მივაქციოთ ყურადღება. ძალიან ნათელია, რა არის მისი ამოცანა. მისი ამოცანაა, საქართველო ჩაებას ომში. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რამდენი კაცია გაყვანილი ცხინვალიდან და აფხაზეთიდან, რამდენი ტანკია იქ დარჩენილი და ამისთვის არესტოვიჩის მითითებები ნამდვილად არ გვჭირდება. არ მგონია, არესტოვიჩს უფრო მეტად უყვარდეს საქართველო, ვიდრე რომელიმე ჩვენგანს. ჩვენც ძალიან კარგად ვიცით, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა როგორ უნდა აღვადგინოთ“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა:

„საქართველოს მთავრობას აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაიკავოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. იქ რუსული ჯარი არ დარჩა, ყველა გაიყვანეს, მთელი მსოფლიოს მხარდაჭერას და უკრაინის მხარდაჭერას მიიღებდნენ", - განაცხადა მან.