გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, უკრაინაში ომის გამო, მსოფლიოში ფასები რეკორდულად გაიზრდება. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
„ჩვენ განსაკუთრებით გვაღელვებს ღარიბი ოჯახების ბედი, რადგან ისინი საკვებსა და ენერგიაზე შემოსავლის უმეტესობას ხარჯავენ“, – განაცხადეს მსოფლიო ბანკში.
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ენერგორესურსებზე ფასები 50%-ით გაიზრდება. ყველაზე მეტად გაძვირდება ბუნებრივი აირი ევროპაში.
ასევე გაიზრდება ნავთობის ფასიც და 2024 წლამდე ერთი ბარელი შავი ოქროს ღირებულება საშუალოდ 100 დოლარი იქნება. ეს კი მსოფლიო ბანკის ვარაუდით ინფლაციას გაზრდის.
ფასების ზრდა მოსალოდნელია საკვებ პროდუქტებზეც. ანგარიშის მიხედვით, უკვე დღეს სურსათის ფასები ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.
ხორბლის ფასი 42,7%-ით მოიმატებს და ამ პროდუქტის ღირებულება რეკორდული იქნება. მსოფლიო ბანკი ასევე ვარაუდობს, რომ გაძვირდება სასუქები, მეტალი და მინერალები.