ცნობილია 17 წლის გოგოს ვინაობა, რომელიც თანატოლებს სასტიკად უსწორდება
1763321894
ვისაც სჭირდებათ, რომ წიწაკის სპრეით და ელექტროშოკით თავი დაიცვან, თანხმობას სამინისტროდან აიღებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, შსს-ს ცვლილებებით, არაფერი იკრძალება, ეს ყველაფერი კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებს ექვემდებარება.
„წიწაკის სპრეი და ელექტროშოკი თავდაცვის საშუალებებია, რომლებიც ადამიანმა შეიძლება გამოიყენოს, მაგრამ ამას, შეიძლება, გავლენა ჰქონდეს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. ამიტომ მნიშვნელოვანია, აღნიშნული საშუალებების რეალიზაცია კონტროლირებადი იყოს. ამავე დროს აკრძალულია მათი გაყიდვა 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რადგან შესაძლებელია, სხვა ადამიანის ჯანმრთელობის დასაზიანებლად იყოს გამოყენებული. მაგალითად, ელექტროშოკი. შსს-ს ცვლილებებით, არაფერი იკრძალება, ეს ყველაფერი კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებს ექვემდებარება. შესაბამისად, მათი რეალიზაცია რეგულირებადი იქნება. ვისაც სჭირდებათ, რომ აღნიშნული ნივთებით თავი დაიცვან, ისინი თანხმობას სამინისტროდან აიღებენ, მათ შორის გაკონტროლებული იქნება, რომელ ადამიანს აქვს ელექტროშოკი და მათ თავისუფლად ყიდვა და გამოყენება შეეძლებათ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის კიდევ უფრო ეფექტიანად დაცვისა და დანაშაულის პრევენციის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრომ აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა.