თემურ მიქელაძე მშობლებს მიმართავს
1763399476
რუსეთში არ არიან NATO-სთან კონფრონტაციის მომხრეები, თუმცა მოსკოვი იძულებულია, მიიღოს ზომები საკუთარი უსაფრთხოებისა და ინტერესების უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვი გამოეხმაურა გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებას, რომელმაც არ გამორიცხა, რომ რუსეთისა და NATO-ს ომი 2029 წელს დაიწყოს.
„მსგავსი მილიტარისტული და სამხედრო რიტორიკა სულ უფრო ხშირად ისმის ევროპული დედაქალაქებიდან“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.
ცნობისთვის, რუსეთსა და NATO-ს შორის სამხედრო კონფრონტაციის შესაძლებლობებზე პისტორიუსმა გერმანულ მედიასთან ისაუბრა. „ეს საკითხი სპეკულაციურად რჩება. სამხედრო ექსპერტებს და სპეცსამსახურებს შეუძლიათ, მიახლოებით შეაფასონ, როდის აღადგენს რუსეთი თავის შეიარაღებულ ძალებს იმ დონემდე, რომ შეეძლება, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარე ერთ-ერთ ქვეყანას დაარტყას. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს, შეიძლება, მოხდეს 2029 წელს. ახლა გამოჩნდნენ ისეთები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს შესაძლებელია 2028 წელს, ხოლო ზოგიერთი სამხედრო ისტორიკოსი აცხადებს, რომ ჩვენ წელს ბოლო მშვიდობიანი ზაფხული გვქონდა“, – განაცხადა პისტორიუსმა.