კაცი, რომელსაც გაზის ღუმელი აუფეთქდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა - უბედური შემთხვევა დედოფლისწყაროში
1772637228
თუ ერთი კონკრეტული პირი თავის მოსაზრებას აფიქსირებს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტის მიერ უკვე მიღებული კანონით სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება საერთოდ არ იზღუდება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ „გრანტების შესახებ“ კანონზე საუბრისას.
მისივე თქმით, ივლება მკაფიო ზღვარი, ერთი მხრივ პირის პოლიტიკურ შეხედულებას შორის, ხოლო მეორე მხრივ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით.
„თუ კონკრეტულად ვსაუბრობთ ექსტრემიზმზე კონსტიტუციური ორგანოების წინააღმდეგ, აქ მნიშვნელობა აქვს თუ რა წერია კანონში და მეორეა, თუ რას საუბრობენ, მათ შორის გარედან დაფინანსებული, დაორგანიზებული ჯგუფები ჩვენს ქვეყანაში. პირველ რიგში უნდა ვთქვათ რა წერია კანონში. კანონში წერია, თუ საქართველოს მოქალაქე ან მუდმივი ბინადრობის მქონე პირი საჯაროდ და სისტემატურად მოუწოდებს სხვას, რომ მასობრივად არ დაემორჩილონ კანონმდებლობას, მოუწოდებს არ აღიარონ არც კონსტიტუციური ორგანოს უფლებამოსილებები, თავს ან სხვას წარმოაჩენს როგორც ლეგიტიმურ ხელისუფლებას, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ პასუხისმგებლობა დადგეს. მნიშვნელოვანია შემდებ გაგრძელება კანონის ჩანაწერისა, რომელიც ამბობს, რომ თუ ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რათა შეიქმნას აღმა, რომ არალეგიტიმურია კონსტიტუციური ორგანოები და საქართველოს ინტერესებს რეალური საფრთხე ექმნება, ან შესაძლებელია ასეთი საფრთხე შეექმნას, მხოლოდ ამ შემთხვევაში ხდება დანაშაულის ჩადენა, დანაშაულის შესაბამისი ფაბულის ჩამოყალიბება.
სხვა შემთხვევაში, თუ ერთი კონკრეტული პირი თავის მოსაზრებას აფიქსირებს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტის მიერ უკვე მიღებული კანონი, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას საერთოდ არ ზღუდავს. ივლება მკაფიო ზღვარი, ერთი მხრივ პირის პოლიტიკურ შეხედულებას შორის, ხოლო მეორე მხრივ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.