ცნობილია, რიკოთზე მომხდარი ავარიის დროს დაღუპულების ვინაობა
1783677282
სტრასბურგის სასამართლო ამბობს, რომ შეურაცხყოფა და ადამიანის ღირსების შელახვა შესაბამის პასუხისმგებლობას უნდა იწვევდეს, საქართველოს კანონმდებლობა ევროპულ კონვენციასთან სრულ შესაბამისობაშია, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
როგორც გორდულაძემ აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტური მუშაობით ქართულ პრაქტიკაში სიძულვილის ენა მცირდება.
„გაჭირვებულს ქვა აღმართი მიეწიაო – მერამდენედ უნდა დაემართოთ სიძულვილის და ამ ქვეყნის მოწინააღმდეგე ადამიანებს? სტრასბურგის სასამართლო ამბობს, რომ შეურაცხყოფა და ადამიანის ღირსების შელახვა შესაბამის პასუხისმგებლობას უნდა იწვევდეს. საქართველოს კანონმდებლობა ევროპულ კონვენციასთან სრულ შესაბამისობაშია. სლოვენიის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი ითვალისწინებს, შეურაცხყოფისთვის და ცილისწამებისთვის. ქართულ პრაქტიკაში სიძულვილის ენა მცირდება, რაც გამოწვეულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტური მუშაობით“, – აღნიშნა გორდულაძემ.
ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირად ბლოგზე შეურაცხმყოფელი განცხადებების გავრცელებისთვის პატიმრობის გამოყენება გამოხატვის თავისუფლების უფლებას არ არღვევს.