1692441190
არჩილ გორდულაძე: სალომე ზურაბიშვილს იმ კითხვებზე აქვს პასუხი გასაცემი, რომელიც საზოგადოების მხრიდან არსებობს

სალომე ზურაბიშვილს იმ კითხვებზე პასუხი აქვს გასაცემი, რომელიც საზოგადოების მხრიდან არსებობს, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.
დეპუტატი გამოეხმაურა რუს „პრანკერებთან“ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს.
„თუ ეს ჩანაწერები არის სიმართლე, კიდევ ერთხელ დადასტურდება ის, რასაც ქართული ოცნების გუნდის წევრები ვამბობდით, რომ ადამიანები, რომლებიც კოლექტიურ ნაცმოძრაობაში არიან გაერთიანებული, უცხოური სახელი და გვარის მქონე ადამიანების შესახებ როდესაც გაიგებენ ინფორმაციას, მაშინვე ცდილობენ რომ მათგან თანხები მიიღონ და მერე ეს ყველაფერი მოახმარონ ჩვენს ქვეყანაში არეულობას და ჩვენ ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანის მცდელობები ჰქონდეთ“, - აღნიშნა გორდულაძემ.