რა სიმპტომები ახასიათებს დენგეს ვირუსს, რომელიც საქართველოში დაფიქსირდა
1779913441
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ოპოზიციის სლოგანს „საქართველოს იმსახურებს უკეთესს“ ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს უკეთესს - ოპოზიციის სახით.
„კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ სიმართლე წამოსცდა, რომ ნამდვილად, საქართველო უკეთესს იმსახურებს - ამ შემთხვევაში უკეთესს იმსახურებს ოპოზიციის სახით. ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვყავს რეალურად ოპოზიცია, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ეყვარება, მცირე გამონაკლისების გარდა", - განაცხადა გორდულაძემ.
„საქართველო იმსახურებს უკეთესს“ - 9 ოპოზიციური პარტიის ალიანსის სლოგანი თავად ოპოზიციურ ფლანგზევე დაცინვის და ქილიკის საგანია. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ოპოზიციონერებმა სლოგანიც გარე დირექტივებით შეიმუშავეს.