VIDEO: რა უთხრა ნანუკა გულუას დაკარგული ძმის დედამ - მსახიობი მძიმე ისტორიის დეტალებს პირველად ასაჯაროებს

ნანუკა გულუა

მსახიობი ნანუკა გულუა ტელეკომპანია იმედის ეთერში, ნოე სულაბერიძის გადაცემაში საკუთარი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ისტორიაზე გულახდილად ალაპარაკდა.

როგორც მსახიობი ჰყვება, ბავშვობაში მან და მისმა ოჯახის წევრებმა მამის უცნობი შვილის არსებობის შესახებ შეიტყვეს, თუმცა ამ თემაზე მამასთან საუბარს ვერ ბედავდნენ.

„ბავშვები ვიყავით, როდესაც ჩვენი ძმის არსებობის შესახებ გავიგეთ. მამისთვის ამ კითხვის დასმა ვერ გავბედეთ. ვეძებ ჩემს ძმას და დავიფიცე, რომ მისი დედის ვინაობას არასდროს გავამხელ“, - ამბობს ნანუკა გულუა.

მისი თქმით, მამა შვილს მთელი ცხოვრება ეძებდა, თუმცა მისი პოვნა ვერ მოახერხა. თავად კი წლების შემდეგ ძმის დედასთან შეხვედრა შეძლო.

„ცხოვრებაში ასე არასდროს მინერვიულია, როგორც მასთან შეხვედრის წინ“,- იხსენებს მსახიობი.

ნანუკას თქმით, ქალმა უამბო, რომ ბავშვი 18 წლის ასაკში გააჩინა და ორსულობის შესახებ დიდხანს არაფერი იცოდა. მოგვიანებით კი, მისი თქმით, შვილის დატოვების საშუალება არ მისცეს.

„ბავშვი მიჭირავს ხელში, შემოდის დედაჩემი ორ ქალთან ერთად, ამ ბავშვს მაგლეჯენ და მიჰყავთ. მაშინ არ მქონდა ის ძალა, რომ შევწინააღმდეგებოდი ან სხვა გზა მეპოვნა... ან ახლა უნდა მოვიკლა თავი, ან თითქოს ეს ამბავი ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილაო… მან მეორე გზა აირჩია“, - ამბობს ნანუკა გულუა.