ინფორმაცია დაგროვებითი პენსიის შესახებ - ვის შეუძლია თანხის გატანა
1787688084
მარტა კოსი საქართველოს მხოლოდ იმ შემთხვევაში ახსენებს, როცა წუხს, რომ ჩვენი გუნდის ინიციატივით მიღებული კანონმდებლობის შესაბამისად, ქვეყანაში შესაძლებელი აღარ არის „შავი ფული“ შემოვიდეს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყველანაირ გზას ეძებენ, როგორმე „შავი ფული“ შემოიტანონ, რომელიც შემდეგ ქვეყანაში ძალადობებში, აქციებსა და ქსენოფობიური კამპანიების საწარმოებლად არის გამოყენებული.
„მარტა კოსი ამაზე წუხს და ამ კონტექსტში ყოველთვის საქართველოს ახსენებს, მაგრამ ის, რომ ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციის მიერ ჩატარებული კვლევით თუ გამოქვეყნებული ანგარიშებით, საქართველო მოწინავე პოზიციებს იკავებს, თუნდაც, მოლდოვასთან ან სხვა კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებით, ამაზე არ საუბრობს. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ მათთვის არავითარი ფაქტობრივი მნიშვნელობა არ აქვს, რას აკეთებს საქართველო და რა ნაბიჯებს დგამს, რომ ეს ქვეყანა განვითარდეს. მათთვის მთავარი პოლიტიკური მიზანშეწონილობაა. მაშინ, როდესაც პირდაპირ გარე მმართველობას არიან დამორჩილებული, საქართველოსთან დაკავშირებით მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში უნდა ისაუბრონ, მაშინაც კი, როდესაც გეოპოლიტიკის, გეოგრაფიის და რუკის წინააღმდეგ მიდიან ხოლმე. ევროკომისრები საქართველოზე არ საუბრობენ და მაშინ, როცა ზღვაზე გასასვლელის მქონე ქვეყნებს შორის სამიტი იმართება, აქაც საქართველო ავიწყდებათ ხოლმე – ვურჩევთ, რუკას დახედონ და კიდევ ერთხელ გაითავისონ, რომ მათი ცივილიზაციური უფსკრულის პირას მყოფი პოზიციიდან საუბარი ისევ მათთვის არის არაჯანსაღი. როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, ამ მომენტში, კიდევ უფრო მეტად შეიძლება, სჭირდებოდეს ევროკავშირს საქართველო გეოგრაფიული და მდებარეობიდან გამომდინარე“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.