ინფორმაცია დაგროვებითი პენსიის შესახებ - ვის შეუძლია თანხის გატანა
1787688084
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ტერიტორიაზე 16 ობიექტი დააზიანეს, მათ შორის აეროდრომები.
მისი თქმით, სამიზნეებს შორის იყო ნავთობის ინფრასტრუქტურა, აეროდრომები, სარაკეტო დანაყოფები, სამხედრო საწარმო და ლოგისტიკური ობიექტები, რომლებსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩვენმა სამხედროებმა რუსეთში 16 ობიექტზე მიიტანეს იერიში. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა ნავთობის ობიექტებზე – რუსეთის ნავთობის ფონდზე, რომელიც ომს აფინანსებს. ასევე, აეროდრომებზე, სარაკეტო დანაყოფებსა და ინფრასტრუქტურაზე, რომლებიც მუდმივად გამოიყენება უკრაინაზე თავდასხმებისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთის დარტყმებს პასუხობს, რათა აგრესორი ქვეყნისთვის ომის წარმოების ფასი გაიზარდოს.
„ომი უნდა დაბრუნდეს იქ, საიდანაც მოვიდა. უკრაინა პასუხობს რუსეთის დარტყმებს და ამას ისე აკეთებს, რომ აგრესორისთვის ომის ფასი გარდაუვლად გაიზარდოს. ჩვენ სამართლიანად ვამცირებთ რუსეთის აგრესიის პოტენციალს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.