პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბევრად უფრო ცუდი კვლევები არსებობდა წინა არჩევნებამდე, 2016 წლის არჩევნებამდე და ოპოზიციას სულ უხაროდა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“, რითაც გამოეხმაურა შეკითხვას, იმის შესახებ, რომ IRI-ს ბოლო კვლევებით ჩანს, რომ ოპოზიცია დასუსტებულია და არც ისე კარგად არის „ქართული ოცნების“ საქმეც.
შეკითხვაზე, უჭირს თუ არა „ქართულ ოცნებას“ ელექტორალური თვალსაზრისით კობახიძემ, აღნიშნა, რომ საზოგადოების ნახევარი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, რაც დიდი ლეგიტიმაციაა დემოკრატიულ სისტემაში.
მისივე თქმით, ოპოზიციას ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯების გამო აქვს რეიტინგი დაკლებული.
„ყველა არჩევნებზე ჩვენ ვამტკიცებთ, რომ საზოგადოების ნახევარი ზუსტად, ეს არის ძალიან დიდი ლეგიტიმაცია დემოკრატიულ სისტემაში, მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“. ყველა კვლევა უხაროდა ყოველთვის ოპოზიციას, რომელიც მერე გამოდიოდა იმედგაცრუებული. სინამდვილეში, თვითონაც იციან რა არის რეალური კვლევები. არც უხარიათ ხოლმე, ტელევიზიის წინაშე იწონებენ თავს, ყველამ კარგად იცის რაში არის საქმე. აქედან გამომდინარე, მათი ეს მუდმივი საბოტაჟი, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯები, ომში ჩათრევის მცდელობა და ა.შ. საზოგადოების მიერ ფასდება. ეს არის მთავარი მიზეზი რატომაც „ქართულ ოცნებას“ არჩევნების შემდეგაც კი გაზრდილი რეიტინგი აქვს, მათ აქვთ სერიოზულად დაკლებული რეიტინგი, სწორედ ამ ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯების გამო, რასაც საზოგადოება ბუნებრივია აკვირდება და აფასებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.